ɫӰ-ს მისია, ხედვა, ღირებულებები, ისტორია
ɫӰ-ს მისიაა:
მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.
ɫӰ-ს ხედვა:
ɫӰ თავის გრძელვადიან პერსპექტივაში იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ტოლერანტული, თანამშრომლობითი და ინოვაციური გარემო, სადაც სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თანამონაწილეობით ხელს შეუწყობს:
• თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში;
• საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის მთავარ უპირატესობათა გამოყენებით ცოდნის შექმნას, შენახვას და გადაცემას;
• მიღებული ცოდნის ტრანსფორმაციას საქმეში და კვალიფიკაციის შესაბამისად გამომუშავებული უნარების გამოყენებას ყველა საჭირო მასშტაბით;
• მაღალი სოციალური და მორალური პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალების ჩამოყალიბებას;
• საექსპერტო და კვლევითი საქმიანობის წარმოებით და მის ფარგლებში, ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებას, რითაც წაახალისებს სამოქალაქო თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გაღვივებას;
• აკადემიური თავისუფლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპების უზრუნველყოფას.
ɫӰ-ს ღირებულებები:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის როგორც მისიის განაცხადი, ისე მისი საქმიანობა ზოგადად ემყარება დასავლურ დემოკრატიულ სივრცეში აღიარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს. უნივერსიტეტს ღრმად სწამს ამ ღირებულებების სიკეთე, იყენებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში და ზრუნავს განუხრელად დაცვისთვის.
სამართლიანობა და თანასწორობა - ɫӰ ზრუნავს შექმნას დისკრიმინაციისგან თავისუფალი, თანაბარი შესაძლებლობების გარემო სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და თანამშრომლებისათვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი მიზნების განხორციელება და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება საუნივერსიტეტო მისიის შესასრულებლად და პირადი კეთილდღეობის მისაღწევად. უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პროცედურულად და უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით ეყრდნობა მხარეთა კანონიერ ინტერესებს.
აკადემიური თავისუფლება - აკადემიურ თავისუფლებას როგორც ღირებულებას ɫӰ მიიჩნევს სწავლის, კვლევის და ერუდიციის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ პირობად. ამ ღირებულების განუხრელად დაცვა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური, სამეცნიერო, მოწვეული კადრის და სტუდენტების უფლებას უზრუნველყოფილი იქნეს სწავლა-სწავლების და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა.
ჩართულǃა - უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულǃას შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ქმნის მეტ შესაძლებლობას კარგად გავაცნობიეროთ საერთო სიკეთისა და წარმატებისაკენ სწრაფვის შესაძლებლობები.
მრავალფეროვნება და პატივისცემა - მრავალფეროვნება ქმნის საუნივერსიტეტო საზოგადოების იმგვარი გარემოს შექმნის შესაძლებლობას, რომელიც მისაღები და კომფორტულია ყველასათვის მათი განმასხვავებელი ნიშნის მიუხედავად. ამ ღირებულების დაცვა არის გარანტია საუნივერსიტეტო სივრცეში არსებობდეს მრავალფეროვანი და კონსტრუქციული დისკურსი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ყველას იდეებისა და პერსპექტივებისადმი პატივისცემას და რეალიზაციას. მრავალფეროვნების მიღმა მის ნაწილად კოლეგიური მოპყრობა, ურთიერთპატივისცემა, ცივილიზებული, გახსნილი და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმიანობის, თანამშრომლობის და გადაწყვეტილების პროცესში მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საქმიანობისას.
პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება - უნივერსიტეტის ოპერირებისას უკიდურესად მნიშვნელოვანია პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობა, როგორც პასუხი ჩვენს ქმედებაზე, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე. პასუხისმგებლობის პრინციპი უნივერსიტეტში დაფუძნებულია სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის და მაღალი ორგანიზაციული კულტურის გარემოს არსებობაზე. ანგარიშვალდებულების ღირებულება უნივერსიტეტში აღქმულია როგორც კეთილსინდისიერების განმტკიცების და კარგი მმართველობის ერთ-ერთი პრინციპი. ანგარიშვალდებულება ხელს უწყობს ინსტიტუციის შეუფერხებელ ფუნქციონირებას როგორც ღირსების, ისე მექანიზმის კონცეპტების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ პრინციპის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გატარებას თან ახლავს ინფორმირების, მონიტორინგის, შეფასების სამართლიანი მექანიზმები და ძლიერი, აქტიური სამოქალაქო და პროფესიული წევრებისაგან შემდგარი საუნივერსიტეტო საზოგადოება.
ტრანსფǃმაციულǃა - უნივერსიტეტი, ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების არსებული რეალიებიდან გამომდინარე გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას ქონდეს ტრანსფორმაციული მიდგომები სწავლა, სწავლების, კვლევისა და ინოვაციური საქმიანობის მიმართ. ამ მიმართულებით გამოყენებული მეთოდები დაეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და მოქნილ, შერეულ მიდგომებს უნივერსიტეტის მისიის და ამოცანების შესასრულებლად.