რ. მაიკლ ქაუგილი
პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი
რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 40 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმ...
რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 40 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმენტში მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ ანალიზს, ოპერაციული რისკების მართვას, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობისა და მსოფლიო ბიზნესის განვითარებას.
1999-2003 წლებში რ. მაიკლ ქაუგილი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი სტრატეგიულ, საკანონმდებლო და ტექნიკურ საკითხებში.
რ. მაიკლ ქაუგილი წლების განმავლობაში თანამშრომლობს მთელ რიგ ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ:
- ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში - პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
- American University Kyiv-ის (უკრაინა) სამეთვალყურეო საბჭოების წევრი
- American University of Technology-ის (უზბეკეთი) სამეთვალყურეო საბჭოების წევრი;
- ხსნის არმია საქართველოში - მრჩეველთა საბჭოს წევრი;
- პირველი კერძო კლუბი - პრეზიდენტი;
- საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო ჯგუფი - დირექტორი;
- საქართველოს ბიზნეს ეთიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი;
მას აქვს მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი კანზასის უნივერსიტეტიდან, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები შესაბამისად კალიფორნიის უნივერსიტეტი
ბერკლიდან და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან.
ნინო ტორონჯაძე
პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი
ninotoronjadze@gau.edu.ge
ნინო ტორონჯაძე არის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი. მან 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და 1999 წელს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტ...
ნინო ტორონჯაძე არის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი. მან 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და 1999 წელს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, სიდნეი, ავსტრალია. 2000 წელს მიენიჭა PhD ხარისხი მათემატიკურ სტატისტიკაში.
სამუშაო გამოცდილება:
- 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევებისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად;
- 2004-2007 წლებში იყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე;
- 2007-2010 წლებში მუშაობდა ტაო-პრივატ ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორის მოადგილედ;
- 2010-დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
- 2000 წლიდან დღემდე იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ზაზა რუხაძე
ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო-სამეცნიერო და ხარისხის უზრუნველყოფის დარგში, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაzrukhadze@gau.edu.ge
ზაზა რუხაძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერს...
ზაზა რუხაძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი.
ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რეგიონების განვითარების დირექტორი. მუშაობდა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სხადასხვა თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის განათლების საბჭოს წევრი. მისი საქმიანი გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად: სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრობა; პროფესიული სტანდარტების დადგენის კომისიის წევრობა; მმართველობის რეფორმის კომისიის წევრობა; მონაწილეობა სხვადასხავა სამთავრობო პროექტებში. სამგზის აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს წევრი. აკრედიტაციის ექსპერტი.
საჯარო გამოცდილება: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ კომისიის წევრი (OSGF); ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ექსპერტი; 2002 - ექსპერტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები.
სასწავლო სამეცნიერო საქმიანობა: 1996 - საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2000 - შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2001 - პრაქტიკული სამართლის მენეჯმენტი, საერთაშორისო სემინარი; 2002 - იურიდიული კლინიკა, ABA-ს სემინარი, სომხეთი; ABA და GTZ საქართველოში იურიდიული განათლების პროცესის განვითარების კვლევითი გრანტი.
ზაზა რუხაძე არის მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი. ასევე რამოდენიმე სამეცნიერო ჟურნალის ხელმძღვანელი და რეცენზენტი.
თეიმურაზ ტორონჯაძე
ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი
ბიზნესის სკოლაtemuritoronjadze@gau.edu.ge
თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატი...
თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში. იგი არის თსუ-ს ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზ- მათ მეცნიერებათა დოქტორი.
კვალიფიკაცია:
ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა: სტოქასტური ანალიზი, სემიმარტინგალების პარამეტრების შეფასების ასიმპტოტური თეორია. რეკურენტული შეფასებები. რობასტული სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა.
ფინანსთა თეორია და სადაზღვევო საქმე: ფინანსური მათემატიკა: წარმოებული ფასიანი ქაღალდების არბიტრაჟული ფასდადების თეორია, ინვესტიციების თეორია, ფინანსური ინჟინერია, საბანკო საქმე და რისკის თეორია.
აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება:
მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის კურსები, მოწვეული ლექტორი, თსუ;
გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, მოწვეული ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, კათედრის გამგე, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სტატისტიკა, გამოყენებითი მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ინვესტიციების თეორია, კორპორაციების ფინანსები, რისკების მართვა, წარმოებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები და სხვა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა, პროფესორი.
აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით ინსტიტუტებში:
- ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი;
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე;
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
თემურ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.
რუსუდან ციციშვილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, დოქტორი, პროფესორი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლაrusudantsitsishvili@gau.edu.ge
რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისა სკოლის დეკანი და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხე...
რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისა სკოლის დეკანი და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
რუსუდან ციციშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1976-1979 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექსტის ლინგვისტიკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
მას აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება:
ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკური ცენტრი, თსუ, ინგლისური ენის მასწავლებელი; ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, თსუ, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი შემდგომში დოცენტი; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ენების კათედრა, ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი; სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემიის საქართველოს განყოფილების უცხო ენების კათედრა, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი; თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრა, დოცენტი, ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე კათედრის გამგე და ინგლისური ენის მასწავლებელი; ლონდონის საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალი (International House, Tbilisi), ინგლისური ენის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე; შპს სკოლა „ფენიქსის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი; წმინდა გიორგის საერო სკოლა, მეთოდისტი ინგლისური ენის სწავლების დარგში; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი.
მრავალი წელია იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საქმეში. რუსუდან ციციშვილი არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრი 1995 წლიდან, საპროექტო ჯგუფის წევრი და ტრენერი. მან არაერთგზის მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში როგორც ავტორმა, თანაავტორმა და ტრენერმა.
2000-2002 წლებში მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროსა და „ღია საზოგადოება - საქართველოს'' მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევას კონკურსის გზით (ინგლისური ენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი).
საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) ნამდვილი წევრის რანგში რუსუდან ციციშვილმა სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის მასწავლებელთა ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მუშაობაში ბრაიტონში, ზალცბურგში, ადლერში, თბილისში, ბათუმში, თელავსა და ტაბახმელაში.
მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი, დარგობრივი ენის სწავლების მეთოდოლოგიის, ენის სწავლების მენეჯმენტისა და ტრენერების მოსამზადებელი კურსები ლონდონში, ნორიჩში, სარეიში (დიდი ბრიტანეთი), პენსილვანიასა (ამერიკის შეერთებული შტატები) და თბილისში.
ამჟამად რუსუდან ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის სააპელაციო კომისიის წევრი.
კარლო მათითაიშვილი
მედიცინის სკოლის დეკანი
მედიცინის სკოლაკარლო მათითაიშვილი არის მედიცინის დოქტორი, რომელსაც აქვს აკადემიური მმართველობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან იგი იკავებს ქართულ-ამერი...
კარლო მათითაიშვილი არის მედიცინის დოქტორი, რომელსაც აქვს აკადემიური მმართველობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან იგი იკავებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანის თანამდებობას, სადაც ხელმძღვანელობს აკადემიური პროგრამების განვითარებას, ფაკულტეტის საქმიანობასა და სასწავლო პროცესის სტრატეგიულ მართვას.
მან ასევე იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციებზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, მათ შორის კანცლერისა და ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციებზე. სხვადასხვა პერიოდში იყო მოწვეული ლექტორი და აქტიურად მონაწილეობდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.
მის პროფესიულ გამოცდილებაში ასევე შედის საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სისტემების (ICT) და მართვის საინფორმაციო სისტემების (MIS) პლატფორმების განვითარება, აგრეთვე ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვა და ორგანიზაციული განვითარების პროცესების მართვა.
ზვიად კირტავა, MD, PhD
წამყვანი მკვლ᳥ვარი, ინტერდისციპლინარული კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი
მედიცინის სკოლაzviadkirtava@gau.edu.ge
Leading researcher in PUI and digital wellbeing in Georgia; Management Committee representative for Georgia and WG1/WG5 member of COST Action CA16207 — European Network...
Leading researcher in PUI and digital wellbeing in Georgia; Management Committee representative for Georgia and WG1/WG5 member of COST Action CA16207 — European Network for PUI (2018-2022), comprising 109 researchers from 37 countries. PI of FREEDOM_WIDE (Horizon Europe Widening EEI, 15/15, 2026) and NSF Grant FR-25-463 Problematic Use of Internet in Young Adults: Assessing the scope and health impacts (Georgian National Science Foundation, 2026). Co-PI of DIGI-WELL (Horizon Europe Health Cluster, submitted April 2026). Author of the first empirical PUI study in Georgia (JBA, Vol. 13, S1:152-153, 2025). Expert evaluator for European Commission Framework Programmes and Horizon Europe (10 occasions, 1997-2025). Former member of the BMJ Editorial Board (2000-2004) and Chair of the European Health Committee Steering Committee, Council of Europe (2005-2006).
ნინო გზირიშვილი
ასოცირებული პროფესორი, მკვლ᳥ვარი, ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი
მედიცინის სკოლაninogzirishvili@gau.edu.ge
Associate Professor, ɫӰ School of Medicine; Head of Epilepsy and Sleep Disorders Division, American Hospital Tbilisi. Provides neurophysiological and EEG expertise cri...
Associate Professor, ɫӰ School of Medicine; Head of Epilepsy and Sleep Disorders Division, American Hospital Tbilisi. Provides neurophysiological and EEG expertise critical to the neurobehavioral research components of both FREEDOM_WIDE and DIGI-WELL. Core team member of the Germany-Georgia epilepsy surgery project with Charite Universitatsmedizin Berlin (BMBF/BMZ funded, 2017-2024; Springer, 2024, doi: 10.1007/s10309-024-00742-0). International fellowships at Stanford, UCL/Chalfont, Thomas Jefferson University, and Istanbul University. Member of IBE and ILAE.
ქეთევან სილაგაძე, MD
მკვლ᳥ვარი, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი
მედიცინის სკოლაketevansilagadze@gau.edu.ge
Invited Lecturer in Psychiatry, ɫӰ (ɫӰ); Doctorate student, TSMU; Psychiatrist, Mental Hub Clinic, Tbilisi. Specialist in adult and child/ado...
Invited Lecturer in Psychiatry, ɫӰ (ɫӰ); Doctorate student, TSMU; Psychiatrist, Mental Hub Clinic, Tbilisi. Specialist in adult and child/adolescent psychiatry with focus on PUI comorbidities. Co-researcher, NSF Grant FR-25-463 (2026). Active clinical practice with PUI patients. Participant in the COMET-G multinational study (134 researchers, 40 countries; European Neuropsychopharmacology, CNS Spectrums). Council of Europe Pompidou Group local expert (2022-2023).
მელანია ჩარგაზია, MA
მკვლ᳥ვარი, კლინიკური ფსიქოლოგი
მედიცინის სკოლაmelaniachargazia@gau.edu.ge
Invited Lecturer in Clinical Psychology, ɫӰ (ɫӰ); Clinical Psychologist and Psychotherapist, Mental Hub Clinic, Tbilisi. Specialises in CBT, ...
Invited Lecturer in Clinical Psychology, ɫӰ (ɫӰ); Clinical Psychologist and Psychotherapist, Mental Hub Clinic, Tbilisi. Specialises in CBT, adult and adolescent mental health, and PUI assessment and intervention. Co-author, ICBA-2025 abstract (JBA, Vol. 13, S1:152-153, 2025). Co-researcher, NSF Grant FR-25-463 (2026). Active clinical practice with PUI patients. Participant in a 28-country cross-cultural validation study (European Journal of Psychological Assessment, doi: 10.1027/1015-5759/a000388).
ანა დეკანოსიძე, PhD
მკვლ᳥ვარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი
მედიცინის სკოლაanadekanosidze@gau.edu.ge
Invited Lecturer at ɫӰ (ɫӰ), Assistant Professor at Caucasus University; Chief Specialist, Noncommunicable Diseases Dept., NCDC Georgia. Spec...
Invited Lecturer at ɫӰ (ɫӰ), Assistant Professor at Caucasus University; Chief Specialist, Noncommunicable Diseases Dept., NCDC Georgia. Specialist in public health epidemiology and community-based intervention methodology. Co-author, ICBA-2025 abstract (JBA, Vol. 13, S1:152-153, 2025). Co-researcher, NSF Grant FR-25-463 (2026). Extensive international publication record in collaboration with Emory University, George Washington University, and CDC Foundation (BMJ Open, BMJ Global Health, PLoS ONE, European Journal of Public Health).