ɫӰ

ჸქტǃანტურა

ბიზნესის სკოლა

ჸქტǃანტურა

სწავლის საფასური - 2024-2025 სასწავლო წელი

ɫӰ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,000 ლარი.


დაფინანსება - 2024-2025 სასწავლო წელი

1. დაფინანსება ɫӰ-ს კურსდამთავრებული სტუდენტ᳥ბისთვის :
თუ თქვენ ɫӰ-ს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ ɫӰ გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის&Բ;ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2. დაფინანსება ɫӰ-ს თანამშრომლებისთვის:

ɫӰ-ში დასაქმებულ პერსონალზე მქომედებს 50%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. დაფინანსება ɫӰ-ს პროფესორებისთვის:

ɫӰ-ს პროფესურასთვის მოქმედებს 20%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


დინარა სხულუხია

დინარა სხულუხია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

(+995) 599 291 951
(+995 32) 220 65 20 (203)
dina@gau.edu.ge

ჸქტǃანტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კომპონენტის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

ჸქტǃანტის შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კომპონენტში ჸქტǃანტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

დოქტორანტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

დისერტაციის შეფასება ხორციელდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც დოქტორანტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით).

ჸქტǃანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

უარყოფითი შეფასებები:
არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

არადამაკმაყოფილებელის (insufficient) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო სრულიად არადამაკმაყოფილებელის (sub omni canone) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.  

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის მიმართულებით სამეცნიერო კვლ᳥ვა და პედაგოგიური საქმიანობა განახორციელონ საერთაშორისო, შედარებითი და ინტერდისციპლინარული უნარების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბიზნესის სკოლა ხელს უწყობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევითი ცენტრების (ინსტიტუტების) ჩამოყალიბებას საკუთარი აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამის კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბის კვლევითი ინიციატივების წახალისების მიზნით.

ამჟამად, სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს ბიზნესის კვლევების ც᳥ნტრი, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით სახელდობრ: რაოდენობრივი და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელური და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების განხრით, აგრეთვე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლ᳥ვად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლ᳥ვა.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა.

გაეცანით ბიზნესის სკოლის სადოქტორო ნაშრომებს.


სადოქტორო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი. 

სადოქტორო პროგრამა იყოფა სასწავლო/თავისუფალ და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტებად.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ჸქტǃანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად და მომავალი სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტი აგროვებს არა უმეტეს 60 კრედიტისა - აქედან, 30 სავალდებულოა, ხოლო შეთავაზებული არჩევითი/თავისუფალი სასწავლო კურსებიდან დოქტორანტი აგროვებს 30 კრედიტს, იმისდა მიხედვით რომელი უნარ-ჩვევის მეტად განვითარება უნდა. 

თავისუფალ კრედიტებს დოქტორანტი აგროვებს: 

  • არჩევითი სასწავლო კომპონენტის ნაცვლად ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; 
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; 
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

საქართველოს მოქალაქისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მაგისტრის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციისა და უცხო ენის (ინგლისური) ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;

უცხო ენის ცოდნის დონის გამოსავლენად აპლიკანტი აბარებს ტესტირებას დროებით საფაკულტეტო კომისიასთან; პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

აპლიკანტი გასაუბრებას გადის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოსთან.  

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

ბიზნესის სკოლის სადოქტორო ნაშრომები:

1. თამაზ უზუნაშვილი - პროექტების რეალური ოფციონების ფასდადება რობასტული საშუალო კვადრატული ჰეჯირებით, 2013

2. ნიკოლოზ გეგუჩაძე - ორგანიზაციის ფინანსური ანალიზი და მისი გაკოტრების რისკის შეფასება, 2016

3. ირაკლი ჭელიძე - საკრედიტო რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდები, 2018

4. ნინო მენაბდე - ბიზნეს სუბიექტის ზოგიერთი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების კვლ᳥ვა (პროგნოზირება და მოდელირება თანამედროვე მეთოდებით), 2018

5. ცოტნე კუტალია - ორმხრივი ტარიფების გავლენა ვალუტის გაცვლით კურსზე და ეფექტური პორტფელების დახასიათება, 2020

6. თინათინ ზერაგია - ორგანიზაციული ტალანტის მართვა საქმიანობის შესრულების გასაუმჯობელებლად, 2021

7. ირინა ხეჩოშვილი - ორგანიზაციული კულტურის როლი თანამშრომელთა სამუშაოში  ჩართულობის განვითარებისათვის, 2021

8. თამარ კვირიკაშვილი - ორგანიზაციული ტრიგერები მომსახურების სფეროს თანამშრომელთა საქმიანობის მართვაში, 2022

9. სალომე ჩხეიძე - დემინგის ციკლი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრირებული მენეჯმენტისათვის, 2023

10. ელენე კიღურაძე - ხარისხისა და უსაფრთხოების როლი კომპანიაში ადამიანთა კაპიტალის შექმნისას, 2023

11. დავით პაპუაშვილი - კიბერრისკები და შიდა კონტროლის მექანიზმები ფინანსურ სისტემაში, 2023

12. სალომე კეკელიძე - მენეჯმენტის ფილოსოფია ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამებში, 2023

13. ქეთევან კიღურაძე - ლიდერობის ძალის სიმბოლური ასპექტები მაღალი ხარისხის სამუშაო გარემოს განვითარებაში, 2023

14. ნინო ფანცულაია - ინტელექტუალური კაპიტალის განვითარების ფაქტორები საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2024

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა