ɫӰ-ში ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაციის (GYHA) ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „პირველი ნაბიჯები ტრავმაში: რაც ყველა მომავალმა ექიმმა უნდა იცოდეს“.
შეხვედრა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა გაცნობოდნენ ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში არსებულ თანამედროვე მიდგომებს, ასევე მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.
ლექციის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს რეალური და კომპლექსური კლინიკური შემთხვევები, გააანალიზეს ტრავმის მართვის ძირითადი პრინციპები და გაეცნენ ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში დანერგილ უახლეს ქირურგიულ მეთოდებსა და ინოვაციურ პრაქტიკებს.
ლექციას უძღვებოდნენ:
- დავით ზაქრაძე – ორთოპედ-ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნანა უბილავა – ორთოპედ-ტრავმატოლოგი და რეზიდენტი ექიმი.
ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მედიცინის სტუდენტ᳥ბისთვის, დაეკავშირებინათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან და გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებით.