
"Misdiagnosed" – ქალთა ჯანმრთელობაზე ფოკუსირებული ღონისძიება ɫӰ-ში!
ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის IHI Open School-ის ორგანიზებით საგანმანათლებლო ღონისძიება „Misdiagnosed“ გაიმართა, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის არასწორი დიაგნოზების საკითხს მიეძღვნა. (24.05.25)
ღონისძიებამ გააერთიანა სტუდენტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რათა ერთად განეხილათ კლინიკური და სისტემური ფაქტორები, რომლებიც ქალებში დაგვიანებულ ან არაზუსტ დიაგნოზს იწვევს.
სესიების განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ისეთ ხშირად უგულებელყოფილ მდგომარეობებზე, როგორიცაა:
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ენდომეტრიოზი
• ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოზის საკითხები
• ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სხვა.
კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულმა განხილვებმა, გინეკოლოგის ხელმძღვანელობით, პრაქტიკული გააზრება და აუდიტორიის ჩართულობა მნიშვნელოვნად გააძლიერა.
ინტერაქციულმა აქტივობებმა – "მითი თუ ფაქტი?" და „პიქტო-დიაგნოზი“ – სწავლა უფრო საინტერესო და დამამახსოვრებელი გახადა.