ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

GIMSOC-ის სიმპოზიუმი ɫӰ-ში — “We Talk Women’s Health”

GIMSOC-ის სიმპოზიუმი ɫӰ-ში — “We Talk Women’s Health”

ორშაბათი, 07 ივლისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა GIMSOC-ის (Georgian International Medical Student Society) მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმს: "Reclaiming Her: We Talk Women’s Health" უმასპინძლა. (28.06.27)

ღონისძიებამ, ქალთა ჯანმრთელობის კრიტიკული თემების გარშემო: ენდომეტრიოზი, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოები -  სამედიცინო სტუდენტები, პრაქტიკოსი ექიმები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.

სიმპოზიუმზე მოხსენებით დოქტორი გიორგი ბებერაშვილი წარდგა, რომელმაც ყურადღება ადრეულ დიაგნოსტიკასა და პაციენტის ადვოკატირების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ორგანიზაცია "Angels of Hope"-იც, რომელიც საქართველოში ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მხარდაჭერაზე მუშაობს.

სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყო სტუდენტური პოსტერების გამოფენა, რომლის გამარჯვებულიც ɫӰ-ს მედიცინის სკოლის ლექტორმა, სოფო კაკალიაშვილმა გამოავლინა. 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა MythBusters-სესია, დებატები და პრაქტიკული ვორქშოპები Pap ტესტისა და ძუძუს გამოკვლევის ტექნიკებზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა