ɫӰ-ს კარიერული განვითარებისა და პრაქტიკული შესაძლებლობების სერიის ფარგლებში, ɫӰ-ელებისთვის კიდევ ერთი მეგობარი კომპანიის მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ტექნოლოგი ცოტნე ჟამუტაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების განმავლობაში განხილული იყო ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი - ყავის მარცვლიდან დასრულებულ ბრენდამდე:
- წარმოების საიდუმლოებები: როგორ მოქმედებს მოხალვისა და დამუშავების ტექნიკა გემოზე
- თანამედროვე ტექნოლოგიები: რა როლს თამაშობს ინოვაციები თანამედროვე ყავის ინდუსტრიაში
- მიწოდების ჯაჭვი და ხარისხი: როგორ ხდება ხარისხის კონტროლი მარცვლის შერჩევიდან ფინჯანში ჩამოსხმამდე
- ბრენდის სტრატეგია: როგორ დაიმკვიდრა „ჯამბომ“ თავი ქართულ ბაზარზე და რა სჭირდება წარმატებული ბიზნესის მშენებლობას
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ რჩევები სფეროს პროფესიონალისგან და დაეგემოვნებინათ ბრენდის ახალი გემოები.