ÑÇɫӰ¿â-ში Dermedic-ის ორგანიზებით კანის მოვლისა და მზისგან დაცვის თემაზე მასტერკლასი გაიმართა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ÑÇɫӰ¿â) ბრენდ „დერმედიკის“ (Dermedic) ორგანიზებით მასტერკლასი გაიმართა თემაზე - „აკნე, კანის მოვლა და მზისგან დაცვა“.
მასტერკლასს უძღვებოდა დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა, რომელმაც მონაწილეებს კანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აკნეს გამომწვევ მიზეზებზე, კანის მოვლის ძირითად პრინციპებსა და მზისგან დაცვის მნიშვნელობაზე. სპიკერმა ისაუბრა კანის ტიპის შესაბამისი მოვლის საშუალებების შერჩევასა და ყოველდღიური რუტინის სწორად დაგეგმვაზე.
მასტერკლასის მიზანი კანის ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონაწილეებისთვის დერმატოლოგიური მოვლის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარება იყო.
Dermedic პოლონური დერმოკოსმეტიკური ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია მგრძნობიარე, ალერგიული და პრობლემური კანის მოვლის საშუალებების წარმოებაში. ბრენდი ეკუთვნის პოლონურ ფარმაცევტულ კომპანია Biogened-ს. მისი პროდუქცია იქმნება დერმატოლოგების, მეცნიერებისა და ტექნოლოგების თანამშრომლობით, თანამედროვე კვლევებისა და დერმატოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით.