მშენებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-4 ნაკადის გამოშვება
ორშაბათი, 01 დეკემბერი, 2025
27 ნოემბერს (2025) მშენებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-4 ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვიცედეკანი და პროექტის ხელმძღვანელი სალომე ღუდუშაური, კურსის ლექტორი მალხაზ ხოშტარია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.
მშენებლობის მენეჯმენტის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა განკუთვნილია მშენებლობის სფეროში, მშენებლობის მენეჯერის ან მომიჯნავე პოზიციაზე დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების გამყარება.
ɫӰ კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!