
პროექტი: მშვიდობის ხიდი – ერთად უკეთესი მომავლისკენ (ქართულ-აფხაზური ურთიერთობები)
პარასკევი, 13 ივნისი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტები, სტუდენტური პროექტით, სკოლა „IB მთიებს“ ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ɫӰ-ს სტუდენტებმა უფროსკლასელებისთვის ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე „მშვიდობის ხიდი – ერთად უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიული, კულტურული და სამშვიდობო ასპექტების შესახებ.
პროექტის ფარგლებში განხილულ თემებს შორის იყო:
- აფხაზეთი — საქართველოს განუყოფელი ნაწილი: ისტორიული ექსკურსი
- აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები აჭარაში
- აფხაზური კულტურა და ტრადიციები
- საქართველოს სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ორიენტირებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.
აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანის, ზაზა რუხაძისა და ლექტორის, ქეთევან ვასაძის ინიციატივით.